პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი – კვერცხის ფასების კლებასთან დაკავშირებით განცხადება დადებითი მოვლენაა, ეს გვაჩვენებს, რომ პროცესი, რომელიც მთავრობამ დაიწყო, სამართლიანია და უნდა გაგრძელდეს აქტიური მუშაობა

დღევანდელი განცხადება, რომელიც გავრცელდა კვერცხის ფასების კლებასთან დაკავშირებით, შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითი მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო სურსათის პროდუქციაზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სწორია, არამედ სამართლიანიც არის.

„კარგია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან ამ კონკრეტული პროდუქციის მიმართ, ან სხვა პროდუქციის მიმართ, ამოიწურა შეკითხვები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ყველაფერი აჩვენებს დადებით დინამიკას და ასევე გვაჩვენებს, რომ ის პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო სურსათის პროდუქციაზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სწორია, არამედ სამართლიანიც არის. ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს აქტიური მუშაობა, როგორც სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმის გამოყენებით, ასევე – საპარლამენტო ფორმატში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კვერცხზე ფასის 5%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინისხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.