ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ3 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ11:57
Fox News

განცხადება · 142 ნახვა

„კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე კონგრესში ჩვენების მიცემას დათანხმდნენ მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატა მათ სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა“

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი დათანხმდნენ წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში მისვლას და ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე ჩვენების მიცემას მას შემდეგ, რაც კანონმდებლები მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით დაემუქრნენ. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ზედამხედველობის კომიტეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კლინტონებს სურთ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას და განსაკუთრებულ პირობებს ითხოვენ, თუმცა კანონზე მაღლა არავინ დგას.

მოგვიანებით ბილ კლინტონის აპარატის უფროსის მოადგილემ, ანხელ ურენიამ დაადასტურა, რომ კლინტონები საკომიტეტო მოსმენაზე გამოცხადდებიან.

Fox News-ის ინფორმაციით, ზედამხედველობის კომიტეტი ცდილობს დაადგინოს, რა იციან კლინტონებმა ჯეფრი ეპშტეინისა და მისი მეგობრის გისლეინ მაქსველის შესახებ. კანონმდებლებს აგრეთვე აინტერესებთ, რა როლს ასრულებდა ჰილარი კლინტონი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით საერთაშორისო ვაჭრობის აღმოფხვრის საქმეში, როცა ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.

როგორც ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, ეპშტეინი კლინტონის პრეზიდენტობის დროს თეთრ სახლს ჩვიდმეტჯერ სტუმრობდა. ხოლო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კლინტონი 27-ჯერ სარგებლობდა ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით.

კლინტონები კომიტეტში ჩვენების მისაცემად იანვარში გამოიძახეს, თუმცა მათ მაშინ საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადებაზე უარი თქვეს.