4 თებერვალს, ოთხშაბათს საქართველოში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით -5, 0°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით -6, -1°.
დედაქალაქში 4 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 20-25მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა 6 ° იქნება.











