საზოგადოება

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: გახსოვთ, შვილი კომაში რომ მყავდა? გამოწერეს დეფიციტური წამალი, მითხრეს რომ ვიშოვიდი ვაგზალთან შავ აფთიაქში. არც დავფიქრებულვარ სად მივდიოდი და რას ნიშნავს შავი აფთიაქი

„ყველის გილდიის“ თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ და არ ვიცი რა ახსნა აქვს? .გახსოვთ შვილი კომაში რომ მყავდა? გამოწერეს დეფიციტური წამალი. რასაკვირველია, დავდე წამლის სახელი და ვთხოვე უცხოეთში მცხოვრებ მეგობრებს დახმარება…

ორ წუთში მითხრეს რომ ამ წამალს ვიშოვიდი ბაზრობის ტერიტორიაზე ვაგზალთან შავ აფთიაქში. არც დავფიქრებულვარ სად მივდიოდი და რას ნიშნავს შავი აფთიაქი..

ვიპოვე, სადღაც პირდაპირი გაგებით, ჯურღმულში. თარობზე, ყველანაირი დარღვევით ყრია . უუუუუუუუთვალავი ყუთი . დაბოდიალობს ფანელუს ხალათებში ვითომ ფარმაცევტები. არა უნიფირმა არა რამე ნიშანი ცივილუზაციის. შაითან ბაზარია

ვიღაც გაბრაზებულმა მამრმა, სავარაუდიდ აფთიაქის მაყურებელმა, გამოაძვრინა წამალი და მე როგორც გულუბრყვილობის დედა ტერეზა ვეკითხები_ ბატონო, ეს ნამდვილად აფთიაქია? ისეთი შემიღრინა, დააპირა წამლის ხელიდან გამოგლეჯა და ფული მომაყარა…ხო ქეში მოითხოვა სულაც

შვილი მიკვდებოდა მაგას დავუთმობდი.. . ჩავიხუტე ყუთი და უკანმოუხედავად გამოვიქეცი. ეს ადგილი ცოდნია სრულიად საქართველოს. იცოდა კლინიკის მთავარმა ექიმმა. მეორედ პირდაპირ ამ მისამართზე გამიშვა

*******

ახლა ვეკითხები პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს. (ამ უკანასკნელს უკვირს გაწკრიალებული აფთიაქები გვერდიგვერდ ), პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ შავი კი არა უშავესი აფთიაქების არსებობას რა ქვია? რატომ აქვთ მათ ყველა დეფიციტური წამალი? ვისია ეს აფთიქები და რა კარტელური გარიგება აქვს ფარმაცევტებს?

როცა შვილი გიკვდება არაფერს დაეძებ . ჯოჯოხეთში ჩახვალ და ლომის ხახაში შეყოფ თავს.. თქვენ გეკითხებით, ვისია ეს აფთაქები ვაგზალზე და ბაზრობის სარდაფებში. უკონტროლო ვაკხანალია“,-წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა