ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი10°C
  • გორი10°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია5°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ამბავისაზოგადოება163 ნახვა

“რუსთავის აზოტსა” და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა

“რუსთავის აზოტსა” და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა

შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და ,,ინდორამა რუსთავი აზოტი-ს შორის, – ამის შესახებ “რუსთავის აზოტის” თანაშრომელი, ბაჩანა კაპანაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ, შვიდი პუნქტი დააკმაყოფილა, რომელთა შორისაა: ხელფასის მომატება, დასაქმებულთა მიმართ სასამართლო დავების შეწყვეტა, პროტესტის დროს ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება და პროფკავშირების შექმნა.

“შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და ,,ინდორამა რუსთავი აზოტი-ს შორის. დაკმაყოფილებული პუნქტები: 1. ხელფასის მატება დარიცხული 200 ლარის ოდენობით. 2. 5 წლის მანძილზე ყოველი წლის თებერვალში 125 ლარის მატება. 3. სასამართლო დავის შეწყვეტა დასაქმებულების მიმართ. 4. 25% პრემიის გაერთიანება ფიქსირებულ ხელფასში 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში. 5. პროტესტის დროს, ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება. 6. შეიქმნება საამქროებიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ქარხანაში შექმნილ პრობლემებზე. 7. შეიქმნა პროფკავშირი მადლობა მინდა გადავუხადო აზოტის ქარხნის ყველა თანამშრომელს, ვინც იბრძოლა და ბოლომდე იდგა ჩვენს გვერდით,” – წერს ბაჩანა კაპანაძე სოციალურ ქსელში.