უცხოური მედია

 არაბული ქვეყნების თხოვნით? აშშ-მა ირანთან მოლაპარაკებების გაუქმება გადაიფიქრა

ინფორმაცია შეხვედრის ჩაშლის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ უარყო. მან სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ შეხვედრა 6 თებერვალს არის დაგეგმილი და ის ომანის დედაქალაქ მასკატში უნდა გაიმართოს.

გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი, რომელიც მანამდე მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ იუწყებოდა, ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მა გადაწყვეტილებას რიგი არაბული ქვეყნების თხოვნის საფუძველზე გადახედა.

„რეგიონის მინიმუმ ცხრა ქვეყანამ ყველაზე მაღალ დონეზე გადასცა ტრამპს დაჟინებული თხოვნა, რომ აშშ-ს ირანელებთან შეხვედრა არ გაეუქმებინა… ტრამპის ადმინისტრაცია შეხვედრის ჩატარებაზე დათანხმდა, რათა პატივისცემა გამოეხატა მოკავშირეების თხოვნის მიმართ და გაეგრძელებინა დიალოგი“, — დაწერა ჟურნალისტმა X-ში.

პარალელურად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ლიდერი, აიათოლა ხამენეი „ძალიან უნდა ნერვიულობდეს“. მან დასძინა, რომ რეგიონში მშვიდობა შეუძლებლად მიაჩნია, სანამ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს. ხოლო თუ ირანი ბირთვული პროგრამის აღორძინებას დაიწყებს, აშშ „ძალიან ცუდ რამეებს“ გააკეთებს — კიდევ ერთხელ დაიმუქრა ტრამპი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა