სხვადასხვა დროს არაერთი მედიასაშუალება აქვეყნებდა იმ გოგონების ჩვენებებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეპშტეინის კუნძულზე ასტროფიზიკოს სტივენ ჰოკინგთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ. თუმცა, როგორც RTVI.US აღნიშნავს, თავად ჯეფრი ეპშტეინი საკუთარ წერილებში არაერთხელ უსვამდა ხაზს ამ ჭორების აბსურდულობას.
მიუხედავად ამისა, 2015 წელს ეპშტეინი თავის ყოფილ პარტნიორს, გისლეინ მაქსველს სთავაზობდა, ჰოკინგის შესახებ გავრცელებული ჭორები საკუთარი რეპუტაციის დასაცავად გამოეყენებინა. სავარაუდოდ, ეს შეთავაზება უკავშირდებოდა ვირჯინია ჯუფრეს (ეპშტეინის ყველაზე ცნობილი ბრალმდებელი) მიერ მაქსველის წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით შეტანილ სარჩელს.
ამავდროულად, კიდევ ერთი მეცნიერი, ლორენს კრაუსი, ეპშტეინს სწერდა, რომ ჰოკინგი მას სტრიპტიზ-კლუბში წაყვანას სთხოვდა. 2018 წელს, სტივენ ჰოკინგის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე პირმა ეპშტეინს სამძიმრის წერილიც კი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ფინანსისტი მეცნიერთან „თანამშრომლობდა“ და „მეგობრობდა“.











