ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ირაკლი შატაკიშვილი„ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ“ დღეს 15 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი7°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია3°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ28 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ16:45
შაკო კუჭაშვილი

განცხადება · 135 ნახვა

„ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს“

ღირსეული კაცის ღირსეულმა შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა, ქართველი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა, ხოლო მისი ინიციატივით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის კავშირი მყარდება და ძლიერდება,- წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.

კუჭაშვილის თქმით, კონკურსის შედეგად შერჩეულ ქართველ ახალგაზრდებს სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ უნივერსიტეტისა და მთავრობის მიერ. მისივე განცხადებით, ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს და ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლოს ისე, რომ სწავლის საფასური მის ოჯახს ტვირთად არ დააწვეს.

“ღირსეული კაცის ღირსეულმა შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა, ქართველი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა. მისი ინიციატივით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის კავშირი მყარდება და ძლიერდება. როგორც დღეს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, კონკურსის შედეგად შერჩეულ ქართველ ახალგაზრდებს სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ - ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი დაფარავს, ნაწილს კი - ჩვენი მთავრობა. QS-ის 2027 წლის რეიტინგის მიხედვით, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი აზიაში პირველ ადგილზეა, ხოლო U.S. News & World Report-ის 2025–2026 წლების რეიტინგში განათლებისა და განათლების კვლევების მიმართულებით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა. ეს შესაძლებლობა ჩვენს ახალგაზრდებს დიდ სტიმულს მისცემს.

ჩემთვის ყოველთვის ნათელი იყო, რა მიზანი ამოძრავებდა ივანიშვილების ოჯახს - საქართველოსა და მის დიდებულ ხალხს გვერდით დასდგომოდა მაშინ, როცა ქვეყანას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს ჯერ მათი ოჯახის მრავალწლიან ქველმოქმედებაში გამოჩნდა, შემდეგ კი - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაში, პოლიტიკაში მოსულიყო. დღეს ცოტნე ივანიშვილი ამ ტრადიციას განათლების სფეროშიც აგრძელებს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით მოიპოვოს და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლოს ისე, რომ სწავლის საფასური მის ოჯახს ტვირთად არ დააწვეს.”- წერს შაკო კუჭაშვილი.

შაკო კუჭაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. შაკო კუჭაშვილი„სასაცილოა ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვაზე საუბარი იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც“
  2. შაკო კუჭაშვილი„საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!“
  3. შაკო კუჭაშვილი„პოსტებზე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის“
  4. შაკო კუჭაშვილი„DJ კორძისთვის ფულის გადახდითა და მისი „სიფათის“ გატრენდებით, ხომ არ ხდება კომპანია მოსახლეობაში პოლიტიკური შუღლის გაღვივების თანამონაწილე? ნანუკა ჟორჟოლიანისა და ბაია პატარაიას მხრიდან ამ რეკლამის ასეთი აქტიური „საფორთი“ ამ მიმართულებით ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს“