ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ირაკლი შატაკიშვილი„ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ“ დღეს 15 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი7°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია3°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ28 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ16:46
ნიკოლოზ სამხარაძე

განცხადება · 136 ნახვა

„დანიურ მხარესთან გვქონდა საუბარი იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ევროკავშირთან მიმართებაში. ძალიან ბევრი რამ მათთვის სიახლე იყო, რაც ადასტურებს, რომ დიალოგი და შეხვედრები ყოველთვის საჭიროა. საბოლოო ჯამში, შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო“

„დღეს დასრულდა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დანიაში. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც დანიის პარლამენტში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. გვქონდა ასევე მოხსენება საქართველოს შესახებ კოპენჰაგენის მერიაში, რომელსაც დაესწრნენ დანიაში აკრედიტებული დიპლომატები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები“,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, საპარლამენტო დელეგაციამ დანიურ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მისი განცხადებით, ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემური საკითხები არ დგას, თუმცა მთავარ გამოწვევად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი რჩება.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ დანიურ მხარეს საქართველოში არსებული პროცესების შესახებ. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, არ გვაქვს პრობლემური საკითხები, თუმცა მთავარი პრობლემური საკითხი, რომელიც არის, ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი და ევროკავშირის მიერ პოლიტიკური დიალოგის დახურვა. ჩვენ გვქონდა საუბარი იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ევროკავშირთან მიმართებაში, მათ შორის არჩევნებში ჩარევაზე, მათ შორის დემონსტრაციებთან დაკავშირებით, მათ შორის ეგრეთ წოდებულ თვითნებურად დაკავებულ პირებთან დაკავშირებით და ამის შესახებ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია დანიურ მხარეს. ძალიან ბევრი რამ მათთვის სიახლე იყო, რაც ადასტურებს, რომ დიალოგი და შეხვედრები ყოველთვის საჭიროა. ჩვენ ასევე ვთხოვეთ მათ, რომ ევროკავშირის დონეზე მოითხოვონ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განხილვა და მათ შორის ყველა იმ პრობლემურ საკითხზე დიალოგის ჩატარება, რომელსაც ისინი მიიჩნევენ პრობლემურად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საბოლოო ჯამში, როგორც პარლამენტში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო და ჩვენ ასევე მოვიწვიეთ დანიელი პარლამენტარები ვიზიტით საქართველოში“,- განაცხადა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნიკოლოზ სამხარაძე„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან არიდება, ომი უკრაინაში, გადაიარაღება და არქტიკული უსაფრთხოება. ამ ჯერზე, გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო“
  2. ნიკოლოზ სამხარაძე„ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი რეალური და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა. ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და იმედი გვაქვს, ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“
  3. ნიკოლოზ სამხარაძე„ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს“
  4. ნიკოლოზ სამხარაძე„“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს” – ეს გამონათქვამი მიესადაგება ევროკავშირს, თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს?“