განცხადება · 109 ნახვა
„მასშტაბურად ვერ აუკრძალავ ადამიანებს იმის თქმას, რაც პირზე ადგათ და როცა ხალხს მოუნდება, მთავრობას უთხრას, რომ მას არ აღიარებენ, ამას კანონით ვერავინ დაიცავს“
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი მაგონებს პატარა ბავშვების ჩხუბს, სადაც ბავშვები ერთმანეთს აჯავრებენ, არა, მე მოგიგე, არა, მე მოგიგეო და შემდეგ მეორე ღიზიანდება, ვინც უფრო ძლიერიაб ის სცემს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამ მიდგომაში დაახლოებით ასეთ ბავშვურ მიდგომას ხედავს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ვფიქრობ, პირიქით, რა მიზნებიც ამ კანონს აქვს, იმის საწინააღმდეგო შედეგს მიიღებს „ქართული ოცნება“, რადგან, საბოლოო ჯამში, მასშტაბურად ვერ აუკრძალავ ადამიანებს იმის თქმას, რაც პირზე ადგათ და როცა ხალხს მოუნდება, მთავრობას უთხრას, რომ მას არ აღიარებენ, ამას კანონით ვერავინ ვერ დაიცავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, ქართული პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად, ეს უფრო საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად, ისევე როგორც სხვა ცვლილებები, რომლებიც ამ პაკეტში შედის, მათ შორის, საერთაშორისო დაფინანსების მიღების აკრძალვა.
„გმომდინარე იქიდან, რომ არსებული კანონმდებლობითაც ხელისუფლებას ყველაფრის უფლება აქვს, მოგეხსენებათ, როცა სასამართლო ჯიბეში გიზის, რასაც გინდა, იმას გააკეთებ, მაგრამ ასეთი ტიპის ცვლილებები და ამასთან გამოწვეული ხმაური უკავშირდება იმას, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ჩვენი მკაცრი მთავრობა არ ხუმრობს და ყველას დასჯას აპირებს. მგონია, ეს არის მესიჯი, თორემ ბოლო წლების განმავლობაში რისი უფლება არ ჰქონიათ და არ მიუცია სასამართლოს მათთვის?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- იაგო ხვიჩია„გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს, დასვან კითხვა, საიდან ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ- სანამ სხვისი ფულის აღებაზე, ან სატელიტობაზე ილაპარაკებენ, როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ასე არ უნდა ილაპარაკონ ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე“
- იაგო ხვიჩია„ხალხი, რომელიც მიშამ გამოზარდა, ფეხზე დააყენა, ახლა იძახის, რომ ჩვენს დაპატიმრებულ ლიდერს, უფლებამოსილება არ აქვს, ჩვენი სახელით ილაპარაკოსო – ყველა პატიოსანი “ნაცი” სასტიკად უნდა ემიჯნებოდეს ასეთი ტიპის გაერთიანებას“
- იაგო ხვიჩია„აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს“
- იაგო ხვიჩია„2500 ნარკორეალიზატორი რანაირად გვყავს? ვიღაც ისეთ ადამიანებს თვლით თქვენ ნარკორეალიზატორებად, ვინც არ არის რეალიზატორი“
