ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი9°C
  • გორი7°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ8 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ18:03
ევროკომისიის კვლევა

განცხადება · 147 ნახვა

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი არის საკვანძო ინფრასტრუქტურული ინიციატივა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემების დაკავშირება ევროპულ ქსელთან“

ევროკომისიის მიერ მომზადებულ ახალ მეტა-კვლევაში Advancing a Cross-Regional Connectivity Agenda შეფასებულია საქართველოს როლი ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელ დერეფანში. დოკუმენტში შავი ზღვა და მისი მოსაზღვრე ქვეყნები ნახსენებია, როგორც „გადამწყვეტი სატრანზიტო კვანძი“ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტისთვის (TITR), რომელიც ევროპას თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.

ანგარიშის თანახმად, რეგიონის დაკავშირებადობისთვის საქართველოში რამდენიმე კონკრეტულ პროექტს არსებითი მნიშვნელობა აქვ:

ანაკლიის პორტი: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება მიჩნეულია აუცილებლად შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდისა და საქართველოს სანაპიროზე უფრო დიდი გემების მიღების შესაძლებლობისთვის“.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი: პროექტი შეფასებულია, როგორც „საკვანძო ინფრასტრუქტურული ინიციატივა“, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემების დაკავშირება ევროპულ ქსელთან (ENTSO-E).

სარკინიგზო და საგზაო ქსელი: ხაზგასმულია ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მოდერნიზაციისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დასრულების საჭიროება.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის გარდა, კვლევა ყურადღებას ამახვილებს „რბილ დაკავშირებადობაზე“. კერძოდ, აღნიშნულია, რომ აუცილებელია სატრანსპორტო და ენერგეტიკული სექტორების შემდგომი რეფორმირება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, საბაჟო პროცედურების ციფრული ტრანსფორმაცია, ე.წ. „ერთი ფანჯრის“ სისტემის დანერგვა და ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერება.

კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული და რეგულატორული მზაობა პირდაპირ გავლენას ახდენს მთლიანი დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე. დოკუმენტის თანახმად, ამ პროექტების რეალიზაცია მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციას და რეგიონულ ენერგეტიკულ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

ევროკომისიის კვლევა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ევროკომისიის კვლევა„მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია“
  2. ევროკომისიის კვლევა„ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონისადმი აღიარებს შავ ზღვასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, როგორც საკვანძო კარიბჭეს“
  3. ევროკომისიის კვლევა„ენერგეტიკული ბაზრების დაკავშირების საქმეში მთავარი სტრატეგიული ნაბიჯია საქართველოდან რუმინეთამდე დაგეგმილი ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი“