ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი6°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია2°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ8 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ17:37
ლევან კოჭლოშვილი უკრაინაზე

განცხადება · 143 ნახვა

„როდესაც ქვეყანა ევრო-ბიუროკრატიული გავლენების ქვეშ ექცევა და პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, საბოლოო შედეგი ყოველთვის მძიმეა, საქართველოს ხელისუფლებას რომ არ შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსი და ბრმად გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, ჩვენც იმავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით“

“ხალხის ძალის” წევრი, ლევან კოჭლოშვილი, უკრაინის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, დანიელ გეტმანეცის, განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: “თუ საერთაშორისო პარტნიორებთან საჭირო შეთანხმებები შეფერხდება, ქვეყანა შეიძლება დარჩეს კრიტიკული დაფინანსების გარეშე, რაც პირდაპირ აისახება სოციალურ დახმარებებსა და გადახდებზე”.

კოჭლოშვილი აღნიშნავს, რომ გეტმანეცის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოცემულობას, რომ როდესაც სახელმწიფო სუვერენიტეტს კარგავს და ევრო- ბიუროკრატების გავლენის ქვეშ ექცევა მისთვის შედეგები მძიმეა. მისივე თქმით, უკრაინის მაგალითზე კიდევ უფრო ნათელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯების სისწორე, რომ “სუვერენიტეტი და მშვიდობა არ იყო ემოციური არჩევანი – ეს იყო პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება საკუთარი ხალხის დასაცავად”.

“უკრაინის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, დანიელ გეტმანეცის, განცხადება ნათლად ასახავს სერიოზულ რისკს: თუ საერთაშორისო პარტნიორებთან საჭირო შეთანხმებები შეფერხდება, ქვეყანა შეიძლება დარჩეს კრიტიკული დაფინანსების გარეშე, რაც პირდაპირ აისახება სოციალურ დახმარებებსა და გადახდებზე. ეს განცხადება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ერთ უხერხულ რეალობას: როდესაც ქვეყანა ევრო-ბიუროკრატიული გავლენების ქვეშ ექცევა და საკუთარ პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, საბოლოო შედეგი ყოველთვის მძიმეა. უკრაინის მაგალითი თვალწინ გვაქვს – დიდი დაპირებები, ხმამაღალი მხარდაჭერა და ბოლოს: ფინანსური გაურკვევლობა, რისკი სოციალურ გადახდებზე და ქვეყანა, რომელიც მუდმივად დამოკიდებული გახდა გარე გადაწყვეტილებებზე, გავცობადი ოკუპაციის პირობებში. ამ კონტექსტში ცხადია: საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას რომ არ შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსი და ბრმად გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახებ პოლიტიკას, ჩვენც ზუსტად იმავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით. სუვერენიტეტი და მშვიდობა არ იყო ემოციური არჩევანი – ეს იყო პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება საკუთარი ხალხის დასაცავად,”- წერს კოჭლოშვილი.