სპორტი

ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ასპარეზობაში ნიკა ეგაძე გამოვიდა – საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა

2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა მიმდინარეობს.

მოკლე პროგრამაში საქართველო ნიკა ეგაძემ წარადგინა. მისი გამოსვლა 84.37 ქულით შეფასდა და საქართველოს 5 გუნდური ქულა მოუტანა.

6 თებერვალს რიტმულ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა საქართველოს ნაკრებს 5 ქულა შესძინა, ანასტასია გუბანოვამ – 6, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა კი – 9 ქულა. საბოლოოდ, 25 ქულით საქართველოს ნაკრებმა 10 გუნდს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად ფინალის საგზური მოიპოვა.

მედლებისთვის იბრძოლებენ: აშშ (33 ქულა), იაპონია (32), იტალია (28 ქულა), კანადა (27), საქართველო (25).

მედლებისთვის ბრძოლა თავისუფალი პროგრამით დაიწყება. პირველი საქართველოს დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი წარადგენს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა