ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი12°C
  • გორი10°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია2°C
  • ფოთი13°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ9 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ22:35
ვიტალი კლიჩკო

განცხადება · 109 ნახვა

„უკრაინის აღმოსავლეთი მთლიანად განადგურებულია, პუტინის მთავარი მიზანია კიევისა და მთელი უკრაინის აღება, ეს ბრძოლა გენოციდია, ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის“

ვიტალი კლიჩკომ რუსეთი უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდში დაადანაშაულა, – ამის შესახებ კიევის მერმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კლიჩკოს თქმით, რუსეთის ომში „წესები“ არ არსებობს.

„ეს ბრძოლა გენოციდია. უკრაინის აღმოსავლეთი მთლიანად განადგურებულია. ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანია კიევისა და მთელი უკრაინის აღება. არ არის წყალი, ელექტროენერგია, გათბობა. ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის“, – განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერის თქმით, უკრაინას სჭირდება, რომ აშშ უკრაინის მხარეს იყოს.

„აშშ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვჭირდება აშშ უკრაინის მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპთან კარგი ურთიერთობა და გაგება. ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში დემოკრატიის გადარჩენა, რაც თავის მხრივ ევროპას გააძლიერებს“, – განაცხადა კლიჩკომ.

ამასთან, კიევის მერს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობის შესახებ ჰკითხეს. კერძოდ, ესაუბრა თუ არა ზელენსკის მას შემდეგ, რაც იანვარში კლიჩკომ განაცხადა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში პირადად არ შეხვედრიან ერთმანეთს.

„მესმის, რომ ომის დროს პრეზიდენტობა ადვილი არ არის და ის დაკავებულია. მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ერთიანობა, რაც საბოლოოდ, უკრაინას ძლიერს ხდის“, – განაცხადა კლიჩკომ.

ვიტალი კლიჩკო სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ვიტალი კლიჩკო„კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“