ევროპის არარჩეული ბიუროკრატების მხრიდან ადგილი აქვს არათუ ორმაგ სტანდარტებს, არამედ უსტანდარტობას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნის პარალელურად, ბალტიის ქვეყნები რუსეთთან ვაჭრობის რეკორდებს ამყარებდნენ.
„ევროპარლამენტის რეზოლუციებში გვიწერდნენ, რომ რუსეთის მიმართ სანქციები დაგვეწესებინა და საქართველოს ეკონომიკა ჩამოგვეშალა. ამავე დროს ბალტიის ქვეყნები კაუჩუკის, ღვინისა თუ ვისკის ექსპორტით რეკორდებს ამყარებდნენ რუსეთში. იმაზე, რაც აქამდე დახურულ კარს მიღმა ხდებოდა და ხალხისთვის ნაკლებად ცნობილი იყო, ახლა უკვე საჯაროდ საუბრობენ. სამწუხაროდ, ევროპის არარჩეული ბიუროკრატების მხრიდან ადგილი აქვს უკვე არათუ ორმაგ სტანდარტებს, არამედ უსტანდარტობას“, – აღნიშნა გორდულაძემ.











