Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შეფასებულია 182 ქვეყანა. ასევე, აღნიშნულია, რომ გლობალური საშუალო მაჩვენებელი 42 ქულამდე დაეცა, რაც ბოლო წლების ყველაზე დაბალი შედეგია – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, რეალურ მონაცემებსა და ფაქტებს ვერცერთი ანალიტიკოსი გაექცევა, აგენტოკრატიის ტოქსიკური დეზინფორმაცია კი ყოველდღიურად გასაშარჟებელია მყარი არგუმენტების ფონზე.
„ TI-ის (“საერთაშორისო გამჭვირვალობა”) სათავო ოფისში, ალბათ, იციან, რომ საქართველოს მათ ფილიალში ნაცსექტანტი გიგაური რეალობიდან გასულია და მისი მენეჯმენტი ევროკრატიის ესტონურ “სარაიაშია”, ამიტომაც “გვხატავენ” უსამშობლოები ე.წ. “კორუმპირებულებად”. ასეთი ტრაგიკომიკური ანომალია აღარაა გასაკვირი. რეალურ მონაცემებსა და ფაქტებს ვერცერთი ანალიტიკოსი გაექცევა, აგენტოკრატიის ტოქსიკური დეზინფორმაცია კი ყოველდღიურად გასაშარჟებელია მყარი არგუმენტების ფონზე. მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს. Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შეფასებულია 182 ქვეყანა. ასევე, აღნიშნულია, რომ გლობალური საშუალო მაჩვენებელი 42 ქულამდე დაეცა, რაც ბოლო წლების ყველაზე დაბალი შედეგია.“ – წერს აბაშიძე.











