პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი McDonald’s-ის ბრენდის რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირებაზე: რომ არა თემურ ჭყონიას ოთხწლიანი თავდაუზოგავი ბრძოლა რუსეთის დაობლებულ ბაზარზე, ეს დღე ვერ შედგებოდა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთში McDonald’s-ის ბრენდის რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ექსპერტი წერს, რომ არა თემურ ჭყონიას ბრძოლა, ეს დღე ვერ დადგებოდა. დავით ქართველიშვილი იმაზეც საუბრობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, McDonald’s-მა 2024 წლის დეკემბერში მიმართა Роспатент-ს დარეგისტრირების შესახებ და ეს განაცხადი ამ ორგანიზაციამ მხოლოდ 2026 წლის თებერვალში დააკმაყოფილა.

„რომ არა თემურ ჭყონიას ოთხწლიანი თავდაუზოგავი ბრძოლა რუსეთის დაობლებულ ბაზარზე, ეს დღე ვერ შედგებოდა. წარსულს ჩაბარდა რუსეთის “Вкусно и точка”. დღეიდან ამ ბრენდს კვლავ ჩაანაცვლებს „Не вкусно – многоточие”, რაც ითარგმნება როგორც McDonald’s-ი. P.S.: მთავარი დამავიწყდა! ძალიან მნიშვნელოვანია! იმას, რომ რუსეთი ამ ომს ვერ წააგებს – McDonald’s-ი მიხვდა ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში, როდესაც Роспатент-ში დააბრუნა თავისი განაცხადი, რუსეთის ბაზარზე ხელმეორედ ბრენდად დარეგისტრირების თაობაზე. როგორც ჩანს, ამის შემდეგ თვით რუსეთს „ეპარებოდა ეჭვი” საკუთარ გამარჯვებაში, ვინაიდან McDonald’s-ის განაცხადი მხოლოდ 2026 წლის თებერვალში დააკმაყოფილა,”- წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა