გიზლეინ მაქსველმა კონგრესში დაკითხვისას აშშ-ის კონსტიტუციის მეხუთე შესწორებით ისარგებლა და ეპშტეინის საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, — იუწყება CNN.
ადვოკატის განცხადებით, მაქსველი მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი მას შეიწყალებს ან სასჯელს შეუმსუბუქებს.
მისივე თქმით, მაქსველს შეუძლია დაამტკიცოს ტრამპის უდანაშაულობა ეპშტეინის დანაშაულებებთან მიმართებით.
„მხოლოდ მას [მაქსველს] შეუძლია სრული ინფორმაციის მიწოდება. შესაძლოა ვინმეს არ მოეწონოს ის, რასაც მოისმენს, მაგრამ სიმართლეს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, პრეზიდენტი ტრამპიც და პრეზიდენტი კლინტონიც უდანაშაულოები არიან ყოველგვარ სამართალდარღვევაში. მხოლოდ მაქსველს შეუძლია თქვას, თუ რატომ, და საზოგადოებას აქვს უფლება, ეს იცოდეს“, — განაცხადა ადვოკატმა.
კონგრესმენმა დემოკრატებმა პროტესტი გამოთქვეს ეპშტეინის თანამზრახველის დუმილის გამო და ივარაუდეს, რომ მაქსველი განზრახ ფარავს გავლენიან ადამიანებს, ხოლო ტრამპის ადმინისტრაცია მას მხარდაჭერას უწევს. თავად აშშ-ის პრეზიდენტმა გასული წლის ნოემბერში Newsweek-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას „არასოდეს უფიქრია მაქსველის შეწყალებაზე“.











