ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“ დღეს 8 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი2°C
  • გორი3°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 10 ნოემბერი
  • USD2.5943−0.0006
  • EUR2.9041+0.0043
  • GBP3.4821+0.0075
  • TRY0.0517
  • 100 RUB3.1484−0.0229
  • AZN1.5261−0.0006
  • 1000 AMD7.1864−0.0117
  • 10 UAH0.5707−0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ22:51
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 118 ნახვა

„ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე – ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა ნებისმიერი კუთხით, მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე“

ჩვენ ვიცით ჩვენი გზა – ეს არის ყველაზე მთავარი. უნდა გამოვიდეთ იმ სპირალიდან, რომელიც ათწლეულები მოსდევდა საქართველოს და გამოვედით ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის დაკვეთით ამ სპირალიდან, როდესაც საქართველო შესციცინებდა თვალებში ნებისმიერ მის პარტნიორს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მკაფიოდ გაცხადებული გეზი გულისხმობს საქართველოს საუკეთესო ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას და აქედან გამომდინარე ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან მხოლოდ თანასწორ საწყისებზე. კირცხალიას განმარტებით, სამშვიდობო, პრაგმატული პოლიტიკა არის ყველანაირი კეთილდღეობის საწინდარი, ვინაიდან, სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ეკონომიკური მდგრადობის მიღწევა, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია სახელმწიფოს სუვერენიტეტის და გეოპოლიტიკური პოზიციების განმტკიცებისთვის.

“ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე და გეზზე – ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები და პარტნიორობა, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა, ნებისმიერი კუთხით, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ ა.შ. – მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე. ამას ყველგან ვიმეორებთ და ყოველთვის გავიმეორებთ. დამერწმუნეთ, ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებიდან, ნებისმიერ ვიზიტში, ამ პათოსით, საზოგადოების მხრიდან ამ დაკვეთით დავდივართ. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენი გზა, შიდა პოლიტიკური საქმეები, საგარეო ხედვა და ეს ემყარება ერთ ყველაზე მთავარ პრინციპს – სამშვიდობო პოლიტიკა. სამშვიდობო პოლიტიკა არის ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საწინდარია ყველა კეთილდღეობისა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის გამყარების. როდესაც ნებისმიერ კავშირზე, ნებისმიერ მეგობარზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ მთავარი ფორმულა მსოფლიოში არის ის, რომ ქვეყანა, რომელსაც სურს, იაროს თავაწეულმა, იყოს რომელიმე კავშირის წევრი და ღირსეულად არსებობდეს გეოპოლიტიკურად და იღვაწოს საგარეო პოლიტიკაში, ის ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიკურად მდგრადი. ეკონომიკური მდგრადობა მოაქვს იმ პრაგმატულ და სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენ დაგვიკვეთა ქართულმა საზოგადოებამ,” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ“
  2. ირაკლი კირცხალია„ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია იმისთვის, რომ იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს“
  3. ირაკლი კირცხალია„როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება - ამჯერად ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია““
  4. ირაკლი კირცხალია„პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ღიმილისმომგვრელია, თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია - რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი“