განცხადება · 86 ნახვა
„ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ, აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნება“
თუ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ რამე გადააფასა, როგორ შეიძლება ყოველდღე, ყოველი მოვლენისა და პროცესის დროს, ყველა მხრივ, ყოველდღე საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენო იმ უტიფრობით, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ? - ამის შესახებ "იმედის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
მან უპასუხა კითხვას - უკრაინაში ომის დაწყების დროს არქივი კარგად აჩვენებს, რა პოზიცია ჰქონდათ [ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს] დღეს ეს გადააფასეს, თუ როგორ უნდა ავხსნათ მათი გამიჯვნა მათივე სიტყვებისგან?
განათავსეთ თქვენი რეკლამა
"ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ. ვსაუბრობთ ხალხზე, რომლებსაც ბოლო ათწლეულია საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ ველზე, საზოგადოებასთან არ ჰქონიათ ურთიერთობა. აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნება. ვინც მათ ქმედებებს უყურა, განსაკუთრებით ბოლო 2022 წლის შემდეგ, მათი მხრიდან დავალებების შესრულების დინამიკას, ვინც მათ შეცვლილ განცხადებებს, შეცვლილ რიტორიკას და თეთრზე შავის თქმას უსმინა, ამის იქით როგორ შეიძლება ვინმე ჯანსაღად მოაზროვნეს გაუჩნდეს იოტისოდენა ნაპერწკალიც, რომ რომელიმე მათგანს შეიძლება ეროვნული ინტერესი ჰქონდეს“, - განაცხადა კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კირცხალია„გამჭვირვალობის კანონი სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ქარცეცხლში გაგვატარეს“
- ირაკლი კირცხალია„თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი“
- ირაკლი კირცხალია„უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის ნათელი მაგალითი“
- ირაკლი კირცხალია„თურმე "კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის" ქვეყნის ღალატი უმაღლესი დიპლომატიის მწვერვალი ყოფილა“
