პოლიტიკა

ბავშვობაში ფეხის თითზე მიკბინა ზვიგენმა, მას შემდეგ ვერ ვიტან ამ ზღვის ცხოველს. პროკურორმაც უნდა გაითვალისწინოს! სიზმარიც დამესიზმრა- დავიჭირეთ საცოდავი ზვიგენი, ძალიან იკლაკნებოდა, მაგრამ დავკალით, შემდეგ აფრიკიდან ჩამოტანილი ბაობაბები მოვჭერით, კოცონი დავანთეთ და ზვიგენი შევწვით

ჩემთვის დიდი პატივია ამ ძალიან ღირსეულ ადამიანებთან ერთად ამ გაუგებრობაში მოხვედრა. ყველასთვის გასაგებია, რისთვის ვარ ციხეში. იმისთვის ვარ, რომ თავის დროზე თბილისი არ ჩავაბარე, არ გავიქეცი, არ დავტოვე და არ ვისარგებლე შეთავაზებით. იმისთვის, რომ ჩემს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, ხალხთან ერთად სახელმწიფო შევქმენით, რომ უკრაინის მოქალაქე ვარ და უკრაინისთვისაც ასევე ძალიან ბევრი გავაკეთე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„საავადმყოფოში როცა სიკვდილის პირას ვიყავი, იმდენად მძიმე მდგომარეობა მქონდა, პროცესებს პრაქტიკულად ჩამოვშორდი და მაშინ პარტია გაიხლიჩა. მაშინ მივხვდი, არ შეიძლება გაჩერება, არ შეიძლება უკან დახევა. ჩვენ არ ვაღიარებთ, არ შევეგუებით და გავიმარჯვებთ. ძალიან მარტივია სიტუაცია. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, ყველას გაერთიანება არის გარდაუვალი ამ დიდ ბრძოლაში. მანამდე უნდა ვილაპარაკოთ. მიხარია, რომ ჩემი მეგობრები კარგ მენტალურ ფორმაში არიან, ყველამ ვნახეთ ეს შოუ, რაც აქ იმართება. მართალი გითხრათ, გარკვეული სიამოვნებაც მივიღე. მადლობა ამისთვის, რომ ასეთი რამე მაყურებინეთ და მომასმენინეთ, საკანში ამას ვერ ვნახავდი.

მე მიმატებენ სამ წელს, 16 წელი უნდა მქონდეს მისჯილი, იმაზე მეტი, ვიდრე პედოფილებს, სერიულ მკვლელებს უსჯიან. ვერასდროს ვერ უნდა ვნახო ჩემი შვილები, ვერასდროს ვერ უნდა გავიარო სუფთა ჰაერზე.

ამ ჩემი უბედურების მიზეზები არის ჩემს ბავშვობაში. საბავშვო ბაღში, საბურთალოზე, 4 წლის ასაკში ფეხის თითზე მიკბინა ზვიგენმა და მას შემდეგ ვერ ვიტან ამ ზღვის ცხოველს. პროკურორმაც უნდა გაითვალისწინოს ეს. ამ თემაზე სიზმარიც დამესიზმრა. სოლოლაკის აღმართს მივუყვებოდით, შევაღეთ კარი, დავიჭირეთ საცოდავი ზვიგენი, დავკალით საბრალო, ძალიან იკლაკნებოდა, მაგრამ დავკალით, შემდეგ ტყეში გადავედით და იქ იყო აფრიკიდან ჩამოტანილი ბაობაბები, მოვჭერით, კოცონი დავანთეთ და ზვიგენი ზედ შევწვით, მთელი სოლოლაკის მოსახლეობა უყურებდა ამ ფაქტს“,-თქვა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა