საზოგადოება

ეკა კუპატაძე- მე გადავარჩინე სხვისი შვილები! არავის ეგონოს , რომ ბრძოლა დამთავრდა, არ დავიხევ უკან, ვიდრე ყველა არ დაჯდება საბრალდებო სკამზე!

ეს ხომ მთელმა დიდმა დიღომმა იცოდა! ხალხმა ხმა რატომ არ ამოიღო,-ასე ეხმაურება მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს.

ეკა კუპატაძის თქმით, მისი შვილი გადარჩებოდა, სხვებს რომ მანამდე ხმა ამოეღოთ.

„ნამდვილად ვიტყვი იმას, რომ ჩემმა კივილმა, ჩემმა მართლა რკინის ქალობამ , როგორც ხალხი მიწერს, სწორედ ამან დადო ის შედეგი, რომ ესენი გამოვლინდნენ. მე გადავარჩინე სხვისი შვილები. ჯერ კიდევ არავის გვეგონოს , რომ ბრძოლა დამთავრდა. მე ვიცოდი, რომ გამოყოფილ საქმეში ბევრი რამე აღმოაჩინეს. ამის შინაგანი მოლოდინიც მქონდა. გიგა ავალიანს, ამ სპეტაკ, მართალ ბიჭს ასე მარტივად ვერ მოკლავდნენ“,-აცხადებს ეკა კუპატაძე.

მისივე თქმით, ყველა, ვინც ცდილობდა, გამოძიება შეცდომაში შეეყვანა, პასუხს აგებს კანონის წინაშე.

„არ დავიხევ უკან, ვიდრე ყველა არ დაჯდება საბრალდებო სკამზე!„,-ამბობს ეკა კუპატაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა