Uncategorized

ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ დაკავებულ მაღალჩინოსნებზე – პირდაპირ გეტყვით, რაც არ უნდა მოჰყვეს ამ ჩემს ნათქვამს, მე ამ ხალხს განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად, რადგან მათაც არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო

დაკავებულ “ოცნების” მაღალჩინოსნებს განვიხილავ პოლიტპატიმრებად – ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთა.

მისივე თქმით, ისევე როგორც ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ისე “ქართული ოცნების” დაკავებულ ყოფილ ლიდერებს “თავისუფალი სასამართლო არ ღირსებიათ”.

„აქ ვინც „ქოცები“ არიან, ახლა თუ უკვე აღარ არიან „ქოცები“, მაგრამ მათი ყოფილი თანამდებობის პირები, პირდაპირ გეტყვით, რაც არ უნდა მოჰყვეს ამ ჩემს ნათქვამს და ვიცი, რომ მოჰყვება, მე ამ ხალხს განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად. იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობა იზომება არა იმით ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, ან ჩვენ გვგონია ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო. აქ მჯდომ „ქოცებსაც“ არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ, ვიდრე „ქოცები“ არიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა