განცხადება · 142 ნახვა
„ეკლესიაზე შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან, არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეტევა – როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, მცირე ნაწილი, იცლიდა, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე და გარდაცვლილ პატრიარქზე“
ეკლესიაზე შეტევა, რომელიც მიმდინარეობს ბოლო დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის შეტევა ქართველი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ, განაცხადა.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და გარდაცვლილ პატრიარქ ილია მეორეს პატივი მიაგო, საზოგადოების ძალიან მცირე ჯგუფი იცლიდა საპატრიარქოსა და პატრიარქის საქილიკოდ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესია, მართლმადიდებლური ქრისტიანობა და რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგეთ ჩვენი პატრიარქის სახით. იმ დღეებში, როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და მთელმა საქართველომ მიაგო პატივი ჩვენს პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, ძალიან მცირე ნაწილი, იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე,“ – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
ზვიად შალამბერიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ზვიად შალამბერიძე„დიპლომატიური ენა ჩვენს ხელში არ არის უკან დახევის იარაღი. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორობას, მაგრამ პარტნიორობა ეფუძნება თანასწორობას და არა კარნახს“
- ზვიად შალამბერიძე„როდესაც საერთაშორისო დოკუმენტში მოგვიწოდებენ, ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა. საქართველოში ხელშეუხებელი კასტები არ არსებობენ! მართლმსაჯულება არის და იქნება ყველასთვის თანაბარი“
- ზვიად შალამბერიძე„ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება პასუხისმგებლობას, პრაგმატიზმს და ეროვნული ინტერესების დაცვას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ერთიანობა და გააზრებული პოზიცია იქნება ის ძალა, რომელიც ნებისმიერ შეტევებს აზრს დაუკარგავს“
- ზვიად შალამბერიძე„სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენა ხშირად ხდება არა ერთი დიდი დარტყმით, არამედ მრავალი მცირე შეტევის მეშვეობით. მათი მიზანია, საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა“
