ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი2°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი4°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი1°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური−3°C
  • მესტია−10°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ13 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ20:27
შოთა ბერეკაშვილი

განცხადება · 95 ნახვა

საპარლამენტო კომისიის მიზნებზე

„ახლა ვართ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე. შემდეგი ეტაპი იქნება ანალიტიკა, ბოლო ეტაპი – შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სექტორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი და ეფექტური“

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ისაუბრა კომისიის სამომავლო მიზნებზე. ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის მიზანი სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეფექტურობის გაზრდაა, რაც კარგად აისახება როგორც მომხმარებელზე, ისე ბიზნესზე.

„ჩვენ ახლა ვართ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე. შემდეგი ეტაპი იქნება ანალიტიკა, ბოლო ეტაპი – შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს სექტორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ეფექტური, რაც მოგვცემს საშუალებას იმისა, რომ, ერთი მხრივ, ბაზრის კონკურენცია და კაპიტალიზაცია გაიზრდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ერთეულის ფასები შემცირდება და ეს მომხმარებლისთვისაც კარგია და ბიზნესისთვისაც, რადგან უფრო კონკურენტულ ფასში გაიყიდება უფრო მეტი პროდუქცია,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. შოთა ბერეკაშვილი„მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება“
  2. შოთა ბერეკაშვილი„გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე სიკეთეებს“
  3. შოთა ბერეკაშვილი„თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ, ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის“
  4. შოთა ბერეკაშვილი„ჩვენი მიზანია, სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის. საერთო ჯამში ეს გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გამჭვირვალეს გახდის და დადებითად აისახება კონკურენციაზე“