გარდაიცვალა ქართველი ვეტერანი კალათბურთელი, ზურაბ ქარაბაკი.,-ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„ბატონი ზურა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, სსრკის ჩემპიონი (1968), სსრკ თასის მფლობელი (1969), ევროპის ქვეყნების ჩემპიონების თასის ფინალისტი (1969) და სოციალისტური ქვეყნების დინამიადის ორგზის გამარჯვებული გახლდათ.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო.
Facebook Comments Box











