პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ალიევის მიღებაზე: თუ სტუმარი ვინმე გამოჩენილ პირთან მიდის, მასპინძელი ხვდება თავის სახლში და იქ ყოფნის დროს მასპინძელია პრიორიტეტული ფიგურა, მნიშვნელობა არა აქვს ბიზნესმენთან მივა თუ ფეხბურთელთან, მასპინძელი მასპინძელია

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ჭანტურიას განცხადებას ეხმიანება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბიზნესცენტრში მიღების ფაქტთან დაკავშირებით.

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის მასპინძელი და შესაბამისად პრიორიტეტული ფიგურაც მოცემულ მომენტში.

„რა მაინტერესებს იცით, ასეთი ტიპების მოძიება რამე სპეციალური ტესტებით ხდება ? ამდენი უტვინო ერთ პარტიაში ნამეტანია ! თუ სტუმარი ვინმე გამოჩენილ პირთან მიდის, მასპინძელი ხვდება თავის სახლში და იქ ყოფნის დროს მასპინძელია პრიორიტეტული ფიგურა თავის სახლში. მნიშვნელობა არა აქვს, ბიზნესმენთან მივა სტუმარი, პოლიტიკოსთან თუ ფეხბურთელთან, მასპინძელი მასპინძელია. ეს რომ არ იციან და ტლიკინებენ, ამით მხოლოდ თავის უმეცრებას უსვამენ ხაზს. მეტს აღარ ვიტყვი, ესეც ბევრია მაგათთვის,“- წერს თენგიზ შარმანაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.