„მაიკ ბენცმა უბრალოდ ხაზი გაუსვა იმ ჭეშმარიტებას და იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საქართველოს დასაზიანებლად გარე ძალების მოქმედებებზე ამერიკელი ექს-მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის განცხადებაზე. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ საქართველოში, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები უცხოური ფინანსებით ხდებოდა. პარლამენტის წევრმა აღნიშნა ისიც, რომ არეულობის დაფინანსების წყაროების გაშიფვრა, არ შედიოდა დამფინანსებლების ინტერესებში.
„მაიკ ბენცმა უბრალოდ ხაზი გაუსვა იმ ჭეშმარიტებას და იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ – დიახ, ეს გამოსვლები იყო დაფინანსებული სწორედ იმ ძალების მიერ, ვინც აფინანსებდა ამ არეულობას. რა თქმა უნდა, მათ ინტერესებში არ იყო დაფინანსების წყაროების გამჟღავნება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.











