პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: გარკვეული ძალები ცდილობენ პატრიარქის არჩევნებში ჩარევას. მათ უნდათ, რომ შემდგომში გავლენა ჰქონდეთ ეკლესიაზე, გააგრძელონ მისი დისკრედიტაცია და ქართულ საზოგადოებაში მორალური ღირებულებების რღვევა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მომავალი პატრიარქის არჩევაში ჩარევის მცდელობას. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ ძალებს სურთ ისეთი კანდიდატის არჩევა, რომელიც მარტივად დაემორჩილება მათ გავლენებს, სწორედ ამიტომ ცდილობენ პროცესში ჩარევასა და მათთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციას:

„ეს ძალები დარწმუნდნენ, რომ ქართველი ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქრისტიანული ღირებულებები და იცავს მათ, ასეთივე წარმატებით იცავს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. სწორედ ამიტომ ცდილობენ ჩარევას, მათთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციასა და მათთვის სასურველი კანდიდატების მხარდაჭერას“ – თქვა ეკა სეფაშვილმა. სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ჯგუფები ებრძვიან ყველა იმ ღირებულებას, რამაც ქართველი ერი დღემდე მოიყვანა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ გარკვეული ჯგუფები ეკლესიის რეპუტაციას უკვე წლებია ებრძვიან.

„ნიშანდობლივია, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ სინოდის საქმეებში ჩარევასა და გავლენის მოხდენას მომავალი პატრიარქის არჩევნებზე. მათ სურთ ისეთი კანდიდატის შერჩევა და მხარდაჭერა, რომელიც იოლად დაემორჩილება მათ გავლენას. რატომ შედის ეს მათ ინტერესში? იმიტომ, რომ ამ ძალებს არ სურთ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული საქართველოს დანახვა და ღირებულებებისთვის მებრძოლი ქართველი ერის არსებობა. ისინი მიზანმიმართულად, არა მარტო ახლა, არამედ წინა ხელისუფლების დროსაც, არყევდნენ ეკლესიის რეპუტაციას. ეს არაა მხოლოდ ეკლესიის რეპუტაციისა და ამ ინსტიტუციის როლის დაკნინება, ესაა ზოგადად იმ ღირებულებებზე შეტევა, რომლებმაც ეკლესიისა და ქრისტიანობის მხარდაჭერით მოიყვანა ქართველი ერი დღემდე. სწორედ ამაზე ხდება შეტევა. ისინი დარწმუნდნენ, რომ ქართველი ადამიანი, ჩვენი საზოგადოების ის წევრი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქრისტიანული მორალი, ღირებულებები და იცავს მათ, ასეთივე წარმატებით იცავს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. სწორედ ეს არის მათი გრძელვადიანი გათვლა, ამიტომ ცდილობენ ჩარევას, მათთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციასა და მათთვის სასურველი კანდიდატების მხარდაჭერას. უნდათ, რომ შემდგომში გავლენა ჰქონდეთ და გააგრძელონ დისკრედიტაცია. იმედოვნებენ, მოახერხებენ ქართულ საზოგადოებაში მორალური ღირებულებების რღვევას“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.