პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: არცერთ ეკონომიკურ კავშირს არ სჭირდება, რომ მან წევრად მიიღოს ქვეყანა, რომელიც არ არის ეკონომიკურად მდგრადი. როდესაც რომელიმე კავშირში მიდიხარ, შენ უნდა იყო წელში გამართული და სწორედ ამას ვაკეთებთ

ამ პრაგმატული პოლიტიკით ასოცირებულ ქვეყანას, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულების 60%-ზე მეტი შესრულებული აქვს, როდესაც ნატო-ზე და უსაფრთხოებაზე გვაქვს საუბარი და გვეუბნებიან, საერთოდ გეგმავენ თუ არა გაფართოებას და ახალი წევრის მიღებას, საერთოდ ბუნდოვანია ეს ყველაფერი. როდესაც ამას ეუბნებიან ქვეყანას, რომელსაც ყველაზე დიდი კონტრიბუცია აქვს ერთ სულ მოსახლეზე ყველა მისიაში- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებისას განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას მიაჩნია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის ეტაპობრივი და ხანგრძლივი პროცესი. მისი თქმით, ქვეყანა პირველ რიგში, ეკონომიკურად უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ რომელიმე კავშირში გაწევრიანდეს, ვინაიდან, არცერთი ეკონომიკური კავშირი, მათ შორის, ევროკავშირი არ მიიღებს წევრად ქვეყანას, რომელიც არ არის ეკონომიკურად მდგრადი.

„როდესაც ეკონომიკურ პლუსებზე და მინუსებზეა საუბარი, სწორედ ამას ვსაუბრობთ და სწორედ ეს იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რელიგიად ქცეული და ტაბუ დადებული თემა, რომ დღეს, ხვალ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ გავწევრიანდებით და მეორე დღესვე ჩვენ გავიღვიძებთ ბრიუსელში. ეს იყო სიცრუე, რასაც ეუბნებოდნენ საზოგადოებას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამას სჭირდება გასავლელი გზა ნაბიჯ-ნაბიჯ. პრაგმატული, სამშვიდობო პოლიტიკით, როდესაც არის საუბარი და როგორც მიგვყავს, დივერსიფიცირება მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებებით და ინვესტიციებით, ყველა დიდი ქვეყნის ინტერესის შემოყვანა ჩვენს ქვეყანაში, რომ სწორედ ევროკავშირი იქნება, თუ ნებისმიერი ეკონომიკური კავშირი, არცერთ ეკონომიკურ კავშირს არ სჭირდება, რომ მან მიიღოს წევრად ქვეყანა, რომელიც არ არის ეკონომიკურად მდგრადი და წელში გამართული. რომ მიდიხარ კავშირში შენ უნდა იყო წელში გამართული და სწორედ ამას ვაკეთებთ ამ პრაგმატული პოლიტიკით. სწორედ ეს პრაგმატული პოლიტიკაა, როდესაც ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით სიმართლეს. როდესაც ჩვენ დღევანდელ ევრობიუროკრატიას ვეუბნებით, რა არის სიმართლე, სად არის სიმართლე და უბრალოდ ვეუბნებით, ჩაიხედეთ თქვენივე დაკვეთილ დასკვნებში და კვლევებში, სად პოზიციონირებს ჩვენი ქვეყანა თუნდაც ეკონომიკით და დემოკრატიული მიმართულებებით. ამის შემდეგ, როდესაც ვისმენთ იმ რიტორიკას, რასაც ვისმენთ, შემდეგ კითხვები უჩნდებათ ჩვენს ოპონენტებს, რომ თურმე, როგორ ბედავთ რომ საერთოდ კითხვა დაუსვათ დღევანდელ მმართველ ელიტას ევროპაში“-განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა