პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მხოლოდ შვედეთი არ იქნება ჩვენი მხრიდან შეშფოთების საგანი. თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს

თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. ირაკლი კირცხალია შვედეთზე მის განცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ მისი ეს განცხადება გამოწვეული იყო იმ უტიფარი განცხადებების გამო, რაც საქართველოს მიმართ ჟღერდება. უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ დღეს იმ ქვეყნებშიც კი პრობლემებია, რომლებიც ისტორიულად დემოკრატიის აკვნად მიიჩნეოდნენ.

კირცხალიამ მის ოპონენტ ნიკა ობოლაძესაც მიმართა, რომ მისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე ღიმილისმომგვრელია განცხადებები, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას ეხება.

„ეს განცხადება ემსახურებოდა იმ უტიფარ განცხადებებს და შეშფოთებებს და არა მხოლოდ შვედეთი იქნება ჩვენი მხრიდან შეშფოთების საგანი. თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც, სადაც დემოკრატია, ერთ დროს იწოდებოდა, როგორც დემოკრატიის აკვნად, ვხედავთ, როგორ იღვიძებს იქაც საზოგადოება. თითოეულ იმ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს. როდესაც ქვეყნის აღმშენებლობაზე საუბრობთ და მესაუბრებით პროექტებზე, ღიმილისმომგვრელია თქვენი მხრიდან ამ ყველაფრის მოსმენა თქვენი ყოფილი გუნდის გამოცდილების ფონზე, რაც 2012 წლამდე გვქონდა“-განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.