Uncategorized

Axios: ტრამპი ირანთან დიდ ომს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში დიდ ომს იმაზე სწრაფად უახლოვდება, ვიდრე ეს ამერიკელებს ჰგონიათ. სტატიას ამ შინაარსით Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ომი, შესაძლოა, ძალიან მალე დაიწყოს. აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანში იქნება მასშტაბური, ის რამდენიმე კვირას გასტანს და ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის მსგავსი არ იქნება.

როგორც გამოცემას წყარო უყვება, სავარაუდოდ, ეს აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაცია იქნება. ის გაცილებით მასშტაბური და ირანის რეჟიმისთვის ეგზისტენციური საფრთხის მატარებელი იქნება, ვიდრე 12-დღიანი ომი, რომელიც გასული წლის ივნისში მოხდა და რომელშიც ამერიკამ მიიღო მონაწილეობა, რათა ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტები გაენადგურებინა.

ასეთ ომს დრამატული გავლენა ექნება მთელ რეგიონზე და ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილ სამ წელიწადზე დიდ გავლენას მოახდენს. იმის გამო, რომ აშშ-ის კონგრესი და საზოგადოება სხვა საკითხებით არიან დაკავებულები, ამერიკულ საზოგადოებაში არ მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ომი, წერს გამოცემა.

იანვრის დასაწყისში ტრამპი ირანზე თავდასხმის განხორციელებასთან ახლოს იყო, რადგან რეჟიმმა ათასობით ადამიანი მოკლა. მაგრამ, როცა შესაძლებლობების ფანჯარა ხელიდან იქნა გაშვებული, ამერიკული ადმინისტრაცია ორ ეტაპიან გეგმაზე გადავიდა: ბირთვული მოლაპარაკებები და სამხედრო ძალის გაზრდა რეგიონში, აღნიშნავს სტატიის ავტორი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა