Uncategorized

ბენ ანორის ადვოკატი: ვინ დაიჯერებს დღეს, რომ ელისო კილაძემ მისი ოფისის ერთი სართულით მაღლა ვინ რას საქმიანობდა, ეს არ იცოდა?! კილაძე ებრძოდა იმ „ქოლ ცენტრებს“, რომლებიც მათი კონკურენტი იყო

ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატის ზურა თოდუას განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავება პროკურატურისთვის მათ მიერ წარდგენილი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.

„13 იანვარს გენერალურ პროკურატურას მე ჩავაბარე ფარული ჩანაწერი საჩივართან ერთად, სადაც მასზე რეაგირება ვითხოვე. ორი დანაშაულის შესახებ არის ინფორმაცია. ესაა ინფორმაცია, თუ როგორ დაეუფლნენ ბენ ანორის საკუთრებას კონკრეტული პირები და ქალბატონი ელისო კილაძე და მეორე მიმართულება იყო „ქოლ-ცენტრებთან“ კავშირი.

ელისო კილაძეს ჩვენს შენობაში, მესამე სართულზე ჰქონდა თავისი ოფისი, ხოლო მეოთხე და მეხუთე სართულზე ფუნქციონირებდა „ნამადაო სერვისი“. გამოძიების ინფორმაციით, ეს „ნამადაო სერვისი“ იყო „ქოლ ცენტრი“. ვინ დაიჯერებს დღეს, რომ ელისო კილაძემ [მისი ოფისის] ერთი სართულით მაღლა ვინ რას საქმიანობდა, ეს არ იცოდა?! ელისო კილაძე ებრძოდა იმ „ქოლ ცენტრებს“, რომლებიც მათი კონკურენტი იყო“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ამავე საქმეზეა დაკავებული „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც. ოთარ ფარცხალაძეს და ელისო კილაძეს თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე წარუდგინეს ბრალი.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდება ასევე წარედგინა ბენ ანორს, რომელმაც “ქმედითად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყო ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას”

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა