Uncategorized

„ევროპელი სოციალისტები“: მხარს ვუჭერთ ინიციატივას 6 წელზე მეტი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის შესახებ, გარემოზე ზრუნვა და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა არ არის არჩევანი, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება საზოგადოების წინაშე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერენ მთავრობის ინიციატივას, საქართველოში 6 წელზე მეტი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის შესახებ.

პოლიტიკურმა ჯგუფმა განცხადება ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

„მხარს ვუჭერთ მთავრობის ინიციატივას – საქართველოში 6 წელზე მეტი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის შესახებ, რადგან გარემოზე ზრუნვა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა არ არის არჩევანი, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება საზოგადოების წინაშე. მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენი თანამოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადებების შემთხვევები და რაც ყველაზე მტკივნეულია, ეს ტენდენცია განსაკუთრებით მწვავედ აისახება ბავშვებში. ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

6 წელზე ნაკლები ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვა არის აუცილებელი ნაბიჯი სუფთა და უსაფრთხო გარემოსთვის. ევროპული ქვეყნები თავად ზღუდავენ მოძველებული, მაღალი ემისიის მქონე მანქანების გადაადგილებას, რათა დაიცვან საკუთარი მოსახლეობა დაბინძურებისგან. სამწუხაროდ, ის ავტომობილები, რომლებიც აღარ აკმაყოფილებენ ევროპულ მოთხოვნებს, ხშირად ხვდებიან საქართველოში. შედეგად, ჩვენ ვიღებთ იმ პრობლემას, რომელსაც სხვები მიზანმიმართულად არიდებენ თავს.

თუ ჩვენი ქვეყნის მიზანია ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა, მაშინ აუცილებელია მათი ეკოლოგიური და ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინება და დანერგვა ჩვენს სახელმწიფოში. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული ზღვრულად დასაშვები ემისიის ნორმები ემსახურება გარემოს დაცვასა და ადამიანის ჯანმრთელობას.

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ დაბინძურების იმპორტი და გავაგრძელოთ კიდევ მეტად პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის გატარება ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეკოლოგიურად სუფთა გარემო პირდაპირ კავშირშია ჩვენი შვილების ჯანმრთელ მომავალთან.

ასევე, მნიშვნელოვანია, კიდევ მეტად გამკაცრდეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, რადგან ეს არის კომპლექსური საკითხი. ტექდათვალიერების გამკაცრება უნდა იყოს ამ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი.

ამასთან, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები„ მნიშვნელოვანი ინიციატივა სახელმწიფო ბანკის შექმნის შესახებ პირდაპირ კავშირშია აღნიშნული ინიციატივის ეფექტურად განხორციელებისთვის. სახელმწიფო ბანკის შექმნის შემთხვევაში, ჩვენს თანამოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დაბალ პროცენტიანი სესხით შეიძინონ ტექნიკურად გამართული, ევროპული სტანდარტის ავტომობილი“, – წერია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა