Uncategorized

Politico: პოლონეთის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია „პოლონეთი 2050“ იშლება

პოლონეთის მმართველ კოალიციაში შემავალი ცენტრისტული პარტია „პოლონეთი 2050“ რღვევას განიცდის. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარტიაში უთანხმოება იანვარში ლიდერის არჩევისას დაიწყო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება პარლამენტის 15-მა დეპუტატმა დატოვა. პარტიას მოქმედი ლიდერის, ტელევარსკვლავის, შიმონ ჰოლოვნიას მემკვიდრე უნდა აერჩია.

დელეგატებმა „პოლონეთი 2050“-ის ახალ ლიდერად კატარჟინა პელჩინსკა-ნალენჩი აირჩიეს, თუმცა წაგებული მხარე შედეგებს არ დაეთანხმა და ახალი ხელმძღვანელობა კრიტიკის ჩახშობაში დაადანაშაულა.

Politico აღნიშნავს, რომ პოლონეთში მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ „პოლონეთი 2050“-დან წასულმა დეპუტატებმა პირობა დადეს, რომ კოალიციის ლიდერს, პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს ბოლომდე უერთგულებენ, მმართველი კოალიციის მომავალი ბედი გაურკვეველი რჩება.

გამოცემის ცნობით, გამოკითხვებში ტუსკის პარტია „სამოქალაქო კოალიცია“ ლიდერობს, თუმცა მმართველ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების რეიტინგი მკვეთრად დაცემულია. ასე, „პოლონეთი 2050“-ს 2% – 3%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც მათ მომავალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრის შანსს უკარგავს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა