Uncategorized

არჩილ გორდულაძე: მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილი დარწმუნდა, რომ პასუხისმგებლობისგან გაქცევა წარმოუდგენელი იყო, გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა. ყველა იტყუებოდა, როდესაც პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც

მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილი დარწმუნდა, რომ პასუხისმგებლობისგან გაქცევა წარმოუდგენელი იყო, გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა და შესაბამისად, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა, – განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

არჩილ გორდულაძის თქმით, ყველა იტყუებოდა, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც მის სახელსა და გვარს ლაიტმოტივად გასდევდა როგორც „პოლიტიკური პატიმარი“.

„დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს თუ მათ მართულ ადამიანებს, ყოველთვის აქვთ სურვილი, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები წარმოაჩინონ როგორც პოლიტიკური საქმეები და შემდეგ ეს თავიანთი შავბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ, რასაც, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერზე ხელმომწერი აგენტურის წარმომადგენლებიც ცდილობენ. ზუსტად ეს არის, რომ როდესაც ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ასეთი ამბავი ატეხეს, საბოლოო ჯამში დარჩა ისევ და ისევ იმად რაც იყო – ეს არის ერთი კონკრეტულის სისხლის სამართლის საქმე. ყველა იტყუებოდა, ყველა ცრუობდა, როდესაც ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც ბაჩიაშვილის სახელსა და გვარს ლაიტმოტივად გასდევდა როგორც პოლიტიკური პატიმარი. ეს ხაზს უსვამს, რომ BBC-ის ფილმი სრული დეზინფორმაციით არის აღსავსე და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის ერთ-ერთ საფუძვლად იქნა გამოყენებული შემდეგში,” – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. როგორც „ქრონიკას“ პროკურატურაში განუცხადეს, მან სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა