ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც აშშ აღარ დააფინანსებს უცხოური გავლენის არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახელმწიფო ყველა გზით დაუპირისპირდება უცხოურ გავლენებს, შეფასებების თემაა მმართველ გუნდში.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს იმას, რომ სახელისუფლებო გუნდის მიერ უცხოური გავლენების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავდა.
„ჩვენ უკვე წლებია, ხმამაღლა ვამბობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გამოიყენება დემოკრატიის ნგრევისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, იქ შავი ფულის შეტანისთვის. სწორედ ეს სტრატეგია, რომელიც გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებში, არის პირდაპირი დასტური, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში საუბრობდა აბსოლუტურად მართებულ მოცემულობაზე“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.










