პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი- პროკურატურას ჩემი გაკეთებული განცხადებები „შპარგალკით” აქვს აღებული. ჩინი უნდა მოემატებინათ ჩემთვის და უნდა ეთქვათ „გამომძიებელი ხარო“

 ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ყოფილი თანამდებობის პირების, კორუფციის ბრალდებით დაკავებას და განაცხადა, რომ წარსულში მის მიერ გაკეთებული განცხადებები, თანამდებობის პირების კორუფციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, პროკურატურას „შპარგალკით“ აქვს აღებული.

„როცა პარლამენტში ვიყავი და ვაცხადებდი, რომ მიქაუტაძე [ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე] კორუფციონერი იყო, ახლა დაიჭირეს, როგორც ღარიბაშვილზე ვაცხადებდი – იქიდან კი ისმოდა, რომ „მასხარაა”, აი „ნაციონალური მოძრაობა”. იგივე ჯუანშერზეც [თავდაცვის ყოფილი მინისტრი]. ლილუაშვილზეც ვამბობდი, რომ „ქოლცენტრები“ აქვს-თქო, მაგრამ არა ტყუილიაო, დღეს კი დაიჭირეს, მგონი ჩემს სართულზე. ფარცხალაძეზეც ვამბობდი და ტყუილიაო. ჩინი უნდა მოემატებინათ ჩემთვის და უნდა ეთქვათ „გამომძიებელი ხარო“. ჩემი გაკეთებული განცხადებები „შპარგალკით” აქვთ აღებული.

არ არსებობს საკითხი, რომელზეც ვამბობდი, რომ დანაშაულია და დღეს საქმე არ არის აღძრული. პროკურატურაში თავის დროზე განცხადებაც მქონდა შეტანილი, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხი ეგოთ. ერთადერთია კალაძე, რომელზეც დისერტაციას დავიცავ, იმდენი კორუფციული ფაქტი მაქვს.

რაც შეეხება ჩემს დანაშაულს, პოლიტიკური განცხადებების გამო ვარ დაკავებული. გელა ხასაიამ ვიღაც ცემაო და ნაცემი კაცი ჩაუდეს საქმეში. ვინმეს თუ იჭერენ, რაიმეს აბრალებენ მაინც. ჩემი ბრალი კი სულ 5 ფურცელია, სადაც რამდენიმე მოწმის ჩვენება და „ფეისბუქ“ სტატუსებია. მე არცერთ მოქმედებას არ მედავებიან. ჩემს საქმეში არ არის დაზარალებული, ვინმეს ქრთამი თუ შევთავაზე, ვინ დაზარალდა? ან მე რა სიკეთე მივიღე? ცოტა რაღაც რომ დაგებრალებინათ, ვიტყოდი მაბრალებენ-მეთქი”,- განაცხადა 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა