პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – სადაც ერთიანობა იქნება, იქ ვიყოთ – გთხოვთ, ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს

ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს. არ გვინდა ერთმანეთის ლანძღვა, – ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს. არ გვინდა ერთმანეთის ლანძღვა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, „ყველას თავისი გზა აქვს”.

„ჩემი სასამართლო არ მიმდინარეობს, მე სასამართლო პროცესზე მოვდივარ თქვენს სანახავად და განცხადებებისთვის. მე-7 თვეა სასამართლო პროცესები ინიშნება, მაგრამ ჩემი სასამართლო არ მიმდინარეობს.

მინდა ერთიანობის საკითხს გამოვეხმაურო. ბიძინამ [ივანიშვილმა] პარტიები გააუქმა და მოქალაქეებს აუქმებს. მძიმე საყურებელია. მე, რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, მათ ვეტყვი, რომ არასდროს ვიყოთ ვინმეს ხელშემშლელები. სადაც ერთიანობა იქნება, იქ უნდა ვიყოთ. გთხოვთ, ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს. არ გვინდა ერთმანეთის ლანძღვა. გავიგეთ, რომ „ლელო” არ შემოდის, არც გახარიას პარტია. ყველას თავისი გზა აქვს. ნურავის განსჯაში ნუ შედიხართ. ვინ ერთიანები ხართ, ისინი დაიგეგმეთ, არ გვინდა გაუგონარი სჯა-ბაასი. სამარცხვინოა ამის ყურება”,- განაცხადა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა