პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქარველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ეკა სეფაშვილმა, ასამბლეის მონაწილეებს, პლენარულ სხდომაზე, სიტყვით მიმართა. სიტყვით გამოსვლისას, სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოს შესახებ ყალბი ინფორმაციებისა და სპეკულაციური განცხადებების გავრცელების მოწმე გავხდით, რეალობა კი განსხვავებულია და საქართველო მტკიცედ მიჰყვება განვითარების დემოკრატიულ კურსს.

მისი განცხადებით, წამყვანი და პრესტიჟული დასავლური ინსტიტუტების რეიტინგებში, რომლებიც მომზადებულია, ევროკომისიის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, საქართველო უსწრებს არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, არამედ, ევროკავშირის და ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანასაც, ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ეფექტიანი მართლმსაჯულება, კორუფციის კონტროლი, სამოქალაქო უფლებების თავისუფლება, სამართლიანი არჩევნები, პოლიტიკური უფლებები, დამოუკიდებელი სასამართლო, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ა.შ.

სეფაშვილმა ასევე ისაუბრა საგარეო კურსზე და აღნიშნა, რომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელებით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება გახდა შესაძლებელი, რამაც რეგიონულ სტაბილურობასაც შეუწყო ხელი. „მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება არის ძირითადი პირობები ინტენსიური საერთაშორისო და რეგიონული განვითარებისათვის და ეს, თავის მხრივ, აძლიერებს ყველა მონაწილე სახელმწიფოს ინტერესს, რომ იბრძოლონ მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკუთარი მოქალაქეებისათვის.“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა