ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი17°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი16°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური12°C
  • მესტია3°C
  • ფოთი17°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ამბავისამართალი139 ნახვა

სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა

სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა

ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.

გამოკვლევის ფარგლებში, სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემის არაკორუმპირებულობის მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნდა. ინდიკატორი ზომავს, „თავს იკავებენ თუ არა პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალური გამომძიებლები ქრთამის თხოვნისა და მიღებისგან ძირითადი საპოლიციო მომსახურების შესასრულებლად ან დანაშაულების გამოსაძიებლად და არიან თუ არა პოლიციისა და სამხედრო სამსახურში მომუშავე სამთავრობო თანამდებობის პირები თავისუფალი კერძო ინტერესების ან კრიმინალური ორგანიზაციების არასათანადო გავლენისგან“ .

საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 85% მიიღო, მსოფლიოში 22 ადგილზე დასახელდა, ევროპაში კი საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს : ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირლანდიას, ლიეტუვას, ლატვიას, ჩეხეთს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვენიას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, მალტას, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს.

ევროპის სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში კორუფციის სიმცირით ფინეთი, დანია და ნორვეგიალიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კიუკრაინა, მოლდოვა და რუსეთი გამოირჩევა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.