ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ამბავიპოლიტიკა145 ნახვა

ეკა სეფაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ორგანიზაცია „პატრიოტთა გაერთიანების“ (Patriots Network ) საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ეკა სეფაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ორგანიზაცია „პატრიოტთა გაერთიანების“ (Patriots Network ) საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მიწვეული იყო საერთაშორისო ორგანიზაცია „პატრიოტთა გაერთიანების“ კონფერენციაზე, რომლის თემა „ევროპული ცივილიზაცია“ იყო.

საკუთარ გამოსვლაში სეფაშვილმა საქართველოს ისტორიულ მისიაზე ისაუბრა. მან მიმოიხილა ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური გარემო და ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის მნიშვნელოვან როლს.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ არსებულ გამოწვევებსა და გარე პოლიტიკურ ზეწოლებზე. სეფაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვაა.

დეპუტატმა პარლამენტის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთული შიდა და გარე წნეხის მიუხედავად, სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეძლეს კონსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებში ფუნქციონირების გაგრძელება. გამოსვლაში შეეხო „ხალხის ძალის“ პოზიციებს სუვერენიტეტზე, ტრადიციებსა და ეროვნულ ინტერესებზე. სეფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს განვითარების გზას, რომელიც ეფუძნება მშვიდობას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და დემოკრატიულ პასუხისმგებლობას