Uncategorized

The Financial Times: ტრამპმა საკუთარი თავი ჩიხში მოიქცია: ირანთან ესკალაცია, შესაძლოა, სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარი რიტორიკის მახეში აღმოჩნდა – იგი ირანთან სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის ზღვარზე დგას. სტატიას ამ შინაარსით The Financial Times-ი ავრცელებს.

მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა შეთანხმების მიღწევის სურვილზე და თეირანის მისამართით გაჟღერებული მუქარებისა, ირანული მხარე დათმობაზე წასვლაზე უარს ამბობს, რაც ამერიკის პრეზიდენტის მზარდ გაღიზიანებას იწვევს, წერს გამოცემა.

ექსპერტების თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა კრიზისული სიტუაცია თავად შექმნა: იგი ირანში მომიტინგეებს მხარდაჭერას დაჰპირდა და რეგიონში ერაყის ომის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო დაჯგუფება გადაისროლა 2 ავიამზიდის ჩათვლის, თუმცა ახლა, როგორც The Financial Times-ი იუწყება, თეირანისგან ვერც დათმობებს აღწევს და ვერც დიალოგს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა