ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ3 ᲛᲐᲠᲢᲘ11:21
ბაჩო ოდიშარია

განცხადება · 140 ნახვა

„როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლეს, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ – არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ, მსგავსი უსამშობლო აგენტურის გასამარჯვებელი ველი არ არსებობს, როგორი ტრამპლინიც არ უნდა შეუქმნას ნებისმიერმა გარე ბიუროკრატმა“

სერიოზულად რომ შევხედოთ საკითხს, ვხედავ სამ მდგენელს, რომელიც ალბათ ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო. ერთი არის რომ იარლიყის მიწებება მომხდარიყო ამ ორი ტელევიზიისთვის, ჯამში ამ ორის რეიტინგი რომ აიღო, ფარავს ყველა დანარჩენს და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველაზე მეტი ხალხი უყურებს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, რასაკვირველია, საზოგადოებრივ აზრზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ბრიტანეთშიც, ბორის ჯონსონი გვიყურებს თურმე, – განაცხადა “პოს ტვ”-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელევიზიისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”.

ოდიშარიას განცხადებით, “იმედის” და “პოს ტვ”-ის სანქცირების მიზანი იყო ამ არხებისთვის რუსული პროპაგანდის მანქანის იარლიყის მიწებება, ოპოზიციური არხებისთვის დახმარების ხელის გაწვდენა და ჩამქრალი ოპოზიციური მუხტის როგორღაც გამოცოცხლება.

“ერთი იყო, რომ იარლიყი მიეწებებინათ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის მანქანა, ოღონდ, თან ეს ადამიანები ვინც ტაშს უკრავენ, არიან ისინი, აგენტის იარლიყს ნუ გვაწებებთ, როდესაც უცხო ქვეყნის აგენტები ვართო, ამბობდნენ გამჭვირვალობის კანონზე, როდესაც აგენტის ჩანაწერის ამოღებას ითხოვდნენ. მეორე ნაწილია, რომ იქნებ, როგორღაც დახმარების ხელი გაეწვდინათ იმ მომაკვდავი ოპოზიციური არხებისთვის, რომლებიც რეიტინგებში ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. იქნებ, როგორღაც ამ არხებს ფუნქციონირებაში ისე შევუშალოთ ხელი, რომ მაყურებელი აქეთ გადმოვიდეს, როგორღაც ამათი დემონიზება ისე მოხდეს, რომ სხვა გზა არ იყოს და ამათი მოსმენა და ყურება ხალხისთვის ‘გასატეხი” გახდეს. მესამე და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ მინავლებული ოპოზიციური მუხტისთვის, ამ აქტივიზმისთვის, როგორღაც ახალი ფითილი შეენთოთ, იმიტომ, რომ ნახავდით, რაც გააკეთეს პირველი, იყო სლოგანით – “უარი სანქცირებულ ტელევიზიებს”- ამ სლოგანით მარში დაძრეს.” – აღნიშნა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, გარე ძალები და შიდა აგენტურა არ აღიარებე საკუთარ დიაგნოზს, რაც მდგომარეობს მათი პოლიტიკური მომავლის არქონაში. ოდიშარიას შეფასებით, მსგავსი უსამშობლო აგენტურის გასამარჯვებელი სივრცე არ არსებობს, იმის მიუხედავად, თუ რა სახის დახმარებას შესთავაზებს ოპოზიციას ნებისმიერი ევროპელი ბიუროკრატი.

“ჩვენ ამ მუდმივ წრებრუნვას ვუყურებთ. როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლეს, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, ისე შედეგს ვერ მიიღებენ – ეს ადამიანები არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში მათ პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ , ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ერს, ჩვენ კოლექტიური მეხსიერება გაგვაჩნია, გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის თავის ეროვნულ ინტერესსა და მოსახლეობაზე ორიენტირებული და მსგავსი უსამშობლო აგენტურის გასამარჯვებელი სივრცე და ველი ფიზიკურად არ არსებობს, როგორი ტრამპლინიც არ უნდა შეუქმნას ნებისმიერმა გარე ბიუროკრატმა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან,” – განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.

ბაჩო ოდიშარია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ბაჩო ოდიშარია„„ევრონიუსს“ სრული უფლება აქვს, ახალი ამბები ასე დაიწყოს: “დემოკრატიის სამშობლოში საქართველოს პრემიერმა დემოკრატიის მასტერკლასი ჩაგვიტარა”“
  2. ბაჩო ოდიშარია„ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ“
  3. ბაჩო ოდიშარია„თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება – დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა“
  4. ბაჩო ოდიშარია„გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე“