სელებრითები

ჯიმ ქერი ცოცხალია? შეთქმულების თეორია “ორეულზე”, რომელმაც ინტერნეტში მღელვარება გამოიწვია

ჰოლივუდის ლეგენდის, ჯიმ ქერის გამოჩენამ პარიზში, კინოპრემია „სეზარის“ დაჯილდოებაზე, სოციალურ ქსელებში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია. მსახიობის შეცვლილმა გარეგნობამ მისი ფანები ორ ბანაკად დაყო: ზოგი  პლასტიკურ ქირურგიას აბრალებს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ სცენაზე „ნამდვილი“ ჯიმ ქერი არ იდგა.

მთავარი „სამხილი“, რომელსაც კონსპიროლოგები ეყრდნობიან, მსახიობის თვალის ფერია. ყველასთვის ცნობილია, რომ ქერის ყავისფერი თვალები აქვს, თუმცა პარიზული ღონისძიების ფოტოებზე ისინი აშკარად მწვანედ მოჩანს.

ამას დაემატა ცნობილი ვიზაჟისტის, ალექსის სტოუნის პოსტიც. სტოუნმა, რომელიც ცნობილია გამოჩენილ ადამიანებად გარდასახვის საოცარი ნიჭით, სოციალურ ქსელში რეზინის ნიღბის ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა, რომ პარიზში სინამდვილეში ის იმყოფებოდა.

ჭორები იმდენად შორს წავიდა, რომ განმარტებების გაკეთება „სეზარის“ პრემიის ორგანიზატორებსადა მსახიობის აგენტს მოუხდათ:

მარლეა ლესლიმ (ჯიმ ქერის აგენტი)  ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსახიობი პირადად იმყოფებოდა ცერემონიაზე და კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო თავად ჩაიბარა.

გამოცემა Variety აღნიშნავს, რომ ქერის „უცნაური“ იერი, შესაძლოა, მისი იზოლირებული ცხოვრების სტილის ბრალი იყოს. 2024 წელს ფილმ „სონიკ 3“-ის გამოსვლის შემდეგ, მსახიობი ჰავაიზე დასახლდა, სადაც დროს ხატვასა და ოჯახს უთმობს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვარსკვლავების „ჩანაცვლებაზე“ საუბრობენ (გაიხსენეთ ავრილ ლავინის ან პოლ მაკარტნის ისტორიები). ჯიმ ქერის შემთხვევაში, მისი სახის გამომეტყველება ყოველთვის იყო მისი „სავიზიტო ბარათი“, ამიტომ ნებისმიერი ასაკობრივი ცვლილება ფანებისთვის მტკივნეულად და საეჭვოდ აღიქმება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა