პოლიტიკა

არჩილ ბერიძე:  ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ „რუსეთი ოკუპანტია“ და „რუსეთთან საუბარი ღალატია“, დღეს თავად ალაგებენ ურთიერთობებს კრემლთან და გვიხსნიან, რომ რუსეთი ევროპის ნაწილია და მასთან თანაცხოვრება გარდაუვალია. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ცინიზმი?

ჩვენი ამოცანაა — დავიცვათ სუვერენიტეტი. ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. ვიმოქმედოთ საკუთარი სტრატეგიული ხედვით და ამავე დროს შევქმნათ სანდო, სტაბილური და მიმზიდველი გარემო ჩვენი ქვეყნისთვის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ  ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძის განცხადებით, რომ არა „ქართული ოცნების“  მტკიცე და პრინციპული პოლიტიკა  საქართველო იქნებოდა გამანადგურებელი ომის ადგილი. 

„მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა. მოვისმინეთ პირდაპირი მოწოდებებიც უკრაინის მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. რომ არა ჩვენი გუნდის მტკიცე და პრინციპული პოლიტიკა — საქართველო დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამანადგურებელი ომის ადგილი. ომის, რომელიც თითოეული ჩვენგანის ოჯახში სისხლსა და სიკვდილს მოიტანდა — გაცილებით დიდი მასშტაბით, ვიდრე ბოლო ათწლეულებში გადატანილმა ომებმა მოგვიტანა“,- განაცხადა არჩილ ბერიძემ. 

ბერიძის განცხადებით,  ის ხალხი  და სახელმწიფოები, რომლებიც აცხადებდნენ  რომ „რუსეთთან საუბარი ღალატია“ ახლა თავად ურთიერთობენ კრემლთან რაც თავისთავად ორმაგი სტანდარტია.

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გარე ძალების მხრიდან, განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯა ქვეყანაში ხელოვნური პოლარიზაციის, ზიზღის, სიძულვილისა და დესტაბილიზაციის გასაზრდელად.

გამორჩეულ ინსტრუმენტად იქცა „რუსულთან“ დაკავშირებული იარლიყების მიკერება. და რას ვხედავთ დღეს? ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ „რუსეთი ოკუპანტია“ და „რუსეთთან საუბარი ღალატია“, დღეს თავად ალაგებენ ურთიერთობებს კრემლთან და გვიხსნიან, რომ რუსეთი ევროპის ნაწილია და მასთან თანაცხოვრება გარდაუვალია. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ცინიზმი? ამასობაში ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო, გონივრულ პოლიტიკას. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ჩვენს სამშობლოს. ჩვენ არ ვყვირით — ჩვენ ვმოქმედებთ. ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვზრდით ეკონომიკას, ვებრძვით კორუფციას, ნარკოტიკებს და უკანონო მიგრაციას, ვზრუნავთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე და თუ ვინმესთვის ეს ყველაფერი „რუსულ საქმეს ემსახურება“, სინამდვილეში ის საქართველოს დამოუკიდებელ არჩევანს ებრძვის. ჩვენ გუნდს არ ჰქონია მზა ინსტრუქცია, როგორ უნდა ემოქმედა ამ რთულ ვითარებაში. არ არსებობდა ისტორიული გამოცდილება, არავინ იდგა გვერდით და არ გვკარნახობდა გზას. ამიტომ ეს არის პრეცედენტი — პრეცედენტი, რომელსაც ქართველ ხალხთან ერთად თავად ვქმნით, რათა დავიცვათ ქართული სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი,“- განაცხადა არჩილ ბერიძემ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.