ოპოზიციამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები არათუ რამეს ნიშნავს, არამედ სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობას ქმნის, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, რადიკალები ამას ხედავენ და მათში ისტერიკას იწვევს.
„შემაშფოთებელი, შემაძრწუნებელია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველომ ვერ უნდა ამოისუნთქოს, ვერ უნდა გაიხაროს იქამდე, ვიდრე იუკნევიჩიანესა და მარტა კოსს გარკვეული პრობლემები აქვთ. ამ ყველაფერს ცივსისხლიანად უნდა შევხედოთ, მათ თავისი ინტერესი აქვთ. მათი ინტერესია, როგორმე რუსეთის აგრესია, მათ შორის საქართველოს მიმართულებით იყოს დივერსიფირებული. ჩვენი ინტერესია, ეს არ დავუშვათ და ინტერესთა ჯახი იწვევს ამ ისტერიკას. ინტერესების დაპირისპირებაში საღი პოლიტიკური ძალა იმარჯვებს. ამ ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი არ მოაქვს, უნდა შევხედოთ, როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.











