პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთის მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები არათუ შემცირდება, არამედ მოიმატებს

„ვიზიარებ მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ბოლო თვეების განმავლობაში,“ – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და მცხეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, მცხეთის მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს და საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.

„ვიზიარებ მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ბოლო თვეების განმავლობაში. ეს ეხება როგორც საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერების ეფექტურ ჩატარებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას და ბევრ სხვა მიმართულებას. მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები არათუ შემცირდება, არამედ მოიმატებს. იმედი მაქვს მდგომარეობა სწრაფად გამოსწორდება და საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილება, ობიექტური კმაყოფილებით შეიცვლება,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა