Uncategorized

არჩილ გორდულაძე: როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ცეცხლის ალი ტრიალებს, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემოც საომარი მოქმედებებია, არაა გასაკვირი, რომ თავდასხმის ობიექტია ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან, ვისაც მხოლოდ პასპორტი აქვს ქართული

მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ცეცხლის ალი ტრიალებს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემოც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტია ჩვენი ქვეყანა და მისი პოლიტიკა, იმ ქართველი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ პასპორტი აქვთ ქართული, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ზუსტად ასეთია სტატიის ავტორი და ეკა გიგაური.

„ზუსტად ასეთია სტატიის ავტორი და ამავდროულად ქალბატონი ეკა გიგაური, რომელიც ყოველთვის ან ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად დადის სხვადასხვა ქვეყანაში, ან თავისი პატრონის დავალების შესასრულებლად ყოველთვის ცდილობს, რომ როგორმე დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები, უგულებელყოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რაც საბოლოო ჯამში მიმართულია, რომ ამ ქვეყანაში სხვისი დავალების შემსრულებელი, დაჩოქებული და ყველაფერზე ხელმომწერი ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამ პირების მოსვლა პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს ქვეყანას უქადის ომის ქარ-ცეცხლში გახვევას“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ. სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა