აშშ-სა და კუბას შორის დაგეგმილ შეთანხმებაში, USA Today-ის წყაროების ინფორმაციით, შევა სანქციების გაუქმება, კუნძულის გახსნა ამერიკელი ტურისტებისთვის, ასევე მსხვილი ინვესტიციები კუბის პორტების ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკასა და ტურიზმში.
სანაცვლოდ, ამერიკული ადმინისტრაცია კუბის პრეზიდენტის, მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს. ამავდროულად, კასტროს ოჯახი კუნძულზე თავის გავლენიან პოზიციებს შეინარჩუნებს.
გამოცემა Axios-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოლაპარაკებებს შეთანხმების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და კუბის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივნის, რაულ კასტროს შვილიშვილი — რაულ გილიერმო როდრიგეს კასტრო აწარმოებენ.
Facebook Comments Box











